11.იანვარი .2016 13:10

ბრიტანეთის ეროვნულ ლატარეაში რეკორდული რაოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა

views 1129
უკან

ბრიტანეთის ეროვნული ლატარეის ისტორიაში რეკორდული ჯეკპოტი, 66 მლნ ფუნტი სტერლინგი გაინაწილა 2-მა გამარჯვებულმა. თითოეულმა მათგანმა, 6 ნომრის გამოცნობა შეძლო, განაცხადეს ლატარეის ორგანიზატორ კომპანია Camelot-ში. გიგანტური ჯეკპოტის ფორმირება კი იმის გამო მოხდა, რომ ბოლო 14 გათამაშების განმავლობაში ის არ გათამაშებულა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მოგებული თანხა უნდა გაიყოს, თითოეული მონაგები მაინც რეკორდული იქნება ეროვნული ლატარეის გათამეშების ისტორიაში. Camelot-ში განაცხადეს, რომ ჯეკპოტის გათამაშებამდე, შაბათს საღამოს, კომპანიის საიტზე წამში მინიმუმ 400 ბილეთი იყიდებოდა.