20.აპრილი .2016 11:17

ბრიტანეთის ბრადფორდის უნივერსიტეტი სწავლის სრული დაფინანსების პროგრამას აცხადებს

views 1646
უკან

ბრადფორდის უნივერსიტეტი 2016 სასწავლო წლისთვის გლობალური განვითარების სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს, რომელიც მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის არის გათვლილი. უნივერსიტეტი ინგლისში, დასავლეთ იორკშირში მდებარეობს.
 
სტიპენდია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი, მათ შორის კი ქართველებისთვისაც. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 13 მაისია. უნივერსიტეტის მოთხოვნის მიხედვით, სტუდენტს IELTS-ის ტესტი უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, მინიმალური ქულით 6,0. სტიპენდია სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას მოიცავს. ასევე, პროგრამა საცხოვრებელ ხარჯებსაც ფარავს.

იმისთვის, რომ სტუდენტმა სტიპენდია მიიღოს, მან უნივერსიტეტის კონკრეტული პროგრამის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და წინასწარ ჰქონდეს განაცხადი სასწავლო კურსზე შეტანილი.

მიმდინარე წელს უნივერსიტეტი ორ სტუდენტს დაუფინანსებს სწავლას სრულად.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს