18.ივნისი .2019 00:20

ბრედლი კუპერი: მსახიობის ქონება

views 1381
უკან

ბრედლი კუპერი ჰოლივუდის A-Liga-ს მიეკუთვნება. სხვადასხვა ფილმიდან მიღებული თანხებით ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი კარგი გარეგნობა, ტალანტი და იუმორის ფანტასტიკური გრძნობა, მსახიობის წარმატებული კარიერის უმთავრეს წინაპირობად მიიჩნევა.

დღეის მონაცემებით, ფინანსურად კუპერი საუკეთესო მდგომარეობაშია. ჰოლივუდის ვარსკვლავის ქონება მთლიანობაში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ფაქტოვრივად, შეიძლება ითქვას, რომ კუპერი დღეს-დღეობით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია პლანეტაზე.

მხოლოდ 2014 წელს მისი შემოსავალი 46 მილიონი აშშ დოლარი იყო.


რომელი ფილმებიდან რამდენი აიღო კუპერმა:
o Hangover I (2009) – 600.000 აშშ დოლარი
o Hangover II (2011) – 5.000.000 აშშ დოლარი
o Limitless (2011) – 5.000.000 აშშ დოლარი
o Hangover III (2013) – 15.000.000 აშშ დოლარი
o American Hustle (2013) – 2.5000.000 აშშ დოლარი
o American Sniper (2014) – 20.000.000 აშშ დოლარი
o A Star is Born (2018) – 36.000.000 აშშ დოლარი

დიდი ქონების მიუხედავად მსახიობი მოკრძალებულ ცხოვრებას მისდევს. კუპერი ფილმებისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში, ნიუ-იორკის ქაოსურ ქუჩებში ელექტროსკუტერით გადაადგილდება, თუმცა ფლობს 2007 წლის Toyota Prius-ს, G55 AMG Mercedes-ს.



მსახიობი ამ ეტაპისთვის ნიუ-იორკში, 2017 წელს შეძენილ პენთჰაუზში ცხოვრობს. 5 სართულიანი ლოფტი (loft) მე-20 საუკუნის არქიტექტურულ სტილშია გაწყობილი, თუმცა მოდური ელემენტებით, როგორიცაა იატაკის გათბობა და ღია, შუშის პანორამული ფანჯრები რომელიც High-Line-ის პარკს გადაჰყურებს. სახლში 6 საძინებელია, 4 სააბაზანო და დიდი ბიბლიოთეკა. როგორც ცნობილია, კუპერი წიგნების მოყვარულია. ამ ლუქსის საცხოვრებლის ფასი 13,5 მილიონი აშშ დოლარია.

მეორე სახლი კუპერს ლოს-ანჯელესში აქვს. 3–საძინებლიანი ვილა, რომელსაც 2 სააბაზანო აქვს, 1,2 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. სახლს აუზი და კინოც აქვს. მოდურ სამზარეულოში კი პიცის ღუმელია დამონტაჟებული. კუპერი ვილაზე ყოფნისას ყველაზე ხშირად სუშსა და მისი ოჯახის რეცეპტით ყველის ნამცხვარს ამზადებს.

მესამე უძრავი ქონება ჰოლივუდის ვარსკვლავს კალიფორნიაში, Venice Beach-ზე აქვს, რომელიც 1,25 მილიონ აშშ დოლარად ფასობს. ამ სახლს კუპერი ძირითადად ოფისად იყენებს. აქ სხვადასხვა საპროდუქციო თემებზე მუშაობისას ჩადის, რომლებითაც კუპერი ბოლო წლებში აქტიურად არის დაკავებული.

ცნობილი მსახიობი შემოსავლების დიდ ნაწილს მოგზაურობაში ხარჯავს. კუპერი ხშირად ისვენებს პერუში, ესპანეთში, კანადაში, ტაილანდსა თუ ჩეხეთში. გარდა ამისა, ჰოლივუდის ვარსკვლავი დიდი რაოდენობით ფულს იხდის სამოსში. კუპერი ძირითადად Louis Vuitton-ის, Diesel-ის და სხვა ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს ატარებს. მსახიობი ასევე ქველმოქმედებით არის ცნობილი. ამ ეტაპზე კუპერი ახალგაზრდა ხელოვანების პროექტს აფინანსებს.

ბრედლი კუპერის წარსულზე ბევრი ინფორმაცია არ მოიძებნება. ცნობილია, რომ მსახიობი 1975 წლის 5 იანვარს ფილადელფიაში დაიბადა, ვილანოვას უნივერსიტეტში ინგლისურისა და სამსახიობოს დამთავრების შემდეგ კი ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მისი სამსახიობო დებიუტი 1998 წელს სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" შედგა.