10.დეკემბერი.2015 10:29
ბიზნესი

BP საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია - უცხოური ინვესტორი კომპანიების რეიტინგი

BP საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია - უცხოური ინვესტორი კომპანიების რეიტინგი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მე-3 კვარტალში ქვეყანაში 489 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 9 თვეში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1 მლრდ 19 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ზერბაიჯანიდან განხორცილედა. მეორე და მესამე ადგილს კი ნიდერლანდები და თურქეთი ინაწილებენ. ეკონომიკური სექტორების მიხედვით კი, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი, მესამეზე კი - მშენებლობა.
 
თუ 2014-ში ტოპ ინვესტორი ქვეყნების სათავეში ჩინეთი იყო, "ჰუალინგ ჯგუფის" ინვესტიციებით, წელს მისი ადგილი აზერბაიჯანმა დაიკავა. მართალია, ჩინეთი ხუთეულშია, მაგრამ ამ ქვეყნიდან FDI თითქმის ოთხჯერაა შემცირებული. დაახლოებით, განახევრებულია FDI ნიდერლანდებიდან.

შარშან პირველ ადგილზე მშენებლობა იყო, წელს მისი ადგილი ტრანსპორტმა და კავშირგაბმულობამ დაიკავა 218 მლნ დოლარით. მშენებლობაში წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, სამჯერაა შემცირებული ინვესტიციების მოცულობა, ხოლო 7-ჯერ ნაკლები FDI ჩაიდო უძრავ ქონებაში. ასევე, 6-ჯერაა შემცირებული უცხოური ინვესტიციები სასტუმროების და რესტორნების ბიზნესში. რაც შეეხება ენერგეტიკას, აქაც კლება გვაქვს 51 მლნ-დან 22 მლნ დოლარამდე.

საქსტატის მონაცემებით, ტოპ-ხუთეულის სათავეშია BP ჯგუფი. 2015 წლის მესამე კვარტალში რეიტინგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. BP ჯგუფი
2. ბიჯეო ჯგუფი
3. CBD დეველოპმენტი
4. შპს. შავი ზღვის ტერმინალი
5. შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD
6. სს ენერგო პრო ჯორჯია
7. ტავ ურბანი,
8. მაგთიკომი
9. შპს ჯი სი ეფ ჰიდრო დიველოპმენტ
10. ბორჯომი

რაც შეეხება ჯამურად 9 თვის მონაცემებს, 2015 წელს უმსხვილესი ინვესტორები არიან:

1. BP ჯგუფი
2. შპს. შავი ზღვის ტერმინალი
3. CBD დეველოპმენტი
4. ბორჯომი
5. ჯეოსელი
6. ბიჯეო ჯგუფი
7. ტავ ურბანი
8. შპს ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედ-ის ფილიალი საქართველოში
9. ბათუმი თაუერი
10. რუსთავის აზოტი

15.ივნისი.2019 11:20
3101

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1056

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
324

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
455

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
576

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1194

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად