მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bosch 90 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

5ce91252a1194
მიშა ხაჩიძე
25.05.19 14:13
871
Bosch 90 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. გადაწყვეტილება შტუტგარტის პროკურატურამ მიიღო. მიზეზად ე.წ. დიზელის სკანდალი დასახელდა. გერმანულ ფირმას არასათანადო ზედამხედველობის განხორციელებაში ადანაშაულებენ.

კერძოდ კი, Bosch -ის მიერ შექმნილი ძრავის კონტროლის სისტემები, რომლებიც ის 2008 წლიდან Volkswagen-ს, Audi-სა და Porsche-ს აწვდიდა, ზუსტად არ აღრიცხავდა, რა რაოდენობის აზოტის ოქსიდებს გამოყოფდა მანქანა გადაადგილებისას.

Bosch-მა მთლიანობაში, დაახლოებით 17 მილიონი ზუსტად ასეთი, დეფექტის შემცველი სისტემა მიაწოდა ზემოთხსენებულ კომპანიებს.

Bosch-ს განაჩენი, ზედა ინსტანციაში არ გაუსაჩივრებია. კომპანიას 90 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის ბადენ-ვიურტემბერგის მთვრობისთვის გადასახდელად 6 კვირიანი ვადა მიეცა.

საქმე VW ჯგუფის ბრენდების [Volkswagen, Audi, Porsche] წინააღმდეგ 2015 წელს აღიძრა – ავტოკონცერნს ბრალი დიზელზე მომუშავე ავტომობილების უკანონო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მონტაჟში ედებოდა.