მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება

5d31d4ba5f198
BM.GE
19.07.19 18:35
1168
BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ის ჰარალდ ქრიუგერს, რომელმაც 4–წლიანი მუშაობის შემდეგ კონცერნიდან წასვლა გადაწყვიტა, 16 აგვისტოდან შეცვლის.

55 წლის ოლივერ ციპსე რამდენიმე ათეული წელია BMW-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, იყო კომპანიის სტრატეგიული ხელმძღვანელიც.

1964 წელს ჰაიდელბერგში დაბადებულმა ციპსემ, უმაღლესი განათლება აშშ–ში მიიღო. მან შტატებში ინფორმატიკა შეისწავლა, რის შემდეგაც გერმანიაში დაბრუნდა და მანქანათმცოდნეობას დაეუფლა. 1961 წლიდან კი მან BMW-ში ინჟინერად დაიწყო მუშაობა.

2008 წლიდან ის ოქსვორდში კომპანიის ქარხანას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2015 წლიდან BMW-ს წარმოების ხელმძღვანელია, მსოფლიოს 31 ქვეყნის მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ ჰარალდ კრიუგერმა ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. მისი დირექტორობის პერიოდში BMW-მ ყველაზე გაყიდვადი მდიდრული ავტომწარმოებლის პოზიცია დაკარგა. კომპანიას სახარბიელო მდგომარეობა არც გაყიდვების კუთხით ჰქონდა.