09.მარტი.2016 14:48
მსოფლიო

BMW-ს 100 წლიანი ისტორია და ახალი მოდელი Vision Next 100 (ვიდეო)

BMW-ს 100 წლიანი ისტორია და ახალი მოდელი Vision Next 100 (ვიდეო)
საუკუნე ბავარიულ ბრენდთან ერთად - BMW იუბილარია. გერმანულ ფირმას 100 წელი შეუსრულდა. კომპანიის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი 100 წლის კომპანიის შეფასებისას ამბობს, რომ BMW შესანიშნავ ფორმაშია. უცვლელია მოდელების ხარისხის მაღალი სტანდარტი და თანამედროვეობასთან შესაბამისობა. საიუბილეო თარიღი პომპეზურად აღინიშნა. კომპანიის გეგმები ამჯერადაც ამბიციურია.

სლოგანით "შემდეგი 100 წელი", კომპანია ორიენტირს მომავალზე იღებს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ფირმის ხელმძღვანელობა საინჟინრო განყოფილების თანამშრომლების საშტატო განრიგის გადახედვას გეგმავს. ცვლილებები ახალ პროექტებს უკავშირდება, კომპანია უპილოტო ავტომობილების შექმნას გეგმავს. სამომავლო გეგმებში ხვდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ფირმის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ BMW მომდევნო 5 წლის განმავლობაში პროგრამისტთა საშტატო შემადგენლობას 4-ჯერ გაზრდის.

"კომპანიამ გაიარა განვითარების ეტაპები და გარკვეულ შემთხვევებში, თავიდან შექმნა თავისი თავი. ეს მომავალშიც გაგრძელდება", – ამბობს ჰერალდ კრიუგერი, რომელიც BMW AG-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა.
 
იუბილეზე BMW-მახალი მოდელი, Vision Next 100 წარადგინა. ავტომობილი უზრუნველყოფილია თვითმატარებლის ფუნქციით. მისი პრეზენტაცია წლის განმავლობაშიო მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში მოხდება.

კომპანიის გეგმებში შედის პირველი კონცეპტუალური Rolls-Royce-ს, Mini-სა და BMW მოტოციკლის პრეზენტაციაც.


21.ივლისი.2019 17:29
3306

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
259

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1146

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
705

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად
20.ივლისი.2019 14:32
859

“სანამ ჩვენ "ვბერდებით", ისინი ფულს შოულობენ” - რუსულმა Face App-მა 10 დღეში $1 მლნ. გამოიმუშავა

ვრცლად
19.ივლისი.2019 23:10
619

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად