მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

5cf7931cd16c8
BM.GE
05.06.19 13:54
2237
BMG-ის მედია-პროექტის „ბიზნესლანჩის” სტუმრები საქართველოში ავსტრიის, იტალიის და თურქეთის ელჩები იყვნენ. დიპლომატებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოს პოტენციალზე, უპირატესობებსა და გამოწვევებზე; ასევე, ქვეყნის გამოუყენებელ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

იტალიის ელჩის ანტონიო ბარტოლის აზრით, საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი გაფართოებაა რთული - იხ. ბმული.

ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ ისაუბრა გამოწვევებზე და საუბრისას გამოყო ის ფაქტორები, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. „მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება“, - აღნიშნა ავსტრიელმა დიპლომატმა - იხ. ბმული.

დიპლომატების მონაწილეობით, BMG-ის ტელეპროექტ “ბიზნეს-ლანჩის” სატელევიზიო გავრცელება მოხდა “TVპირველზე“ ელენე კვანჭილაშვილის გადაცემაში - „ანალიტიკა“ და „რუსთავი 2“-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემაში - „Forbes კვირა“.

ელჩების მხრიდან, დიპლომატებისთვის შედარებით უჩვეულო განცხადებებმა და გულწრფელმა შეფასებებმა საზოგადოებაში ჩვეულად სხვადასხვა რეზონანსი გამოიწვია და აღნიშნულ ტელეფორმატზე (BMG Media Lunch) დაყრდნობით, მედიასაშუალებებში მომზადდა სხვადასხვა სატელევიზიო სიუჟეტები და ონლაინ მედიაც აქტიურად ავრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციებს.

3 ივნისს ავსტრიის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ, რომელშიც დიპლომატი აღნიშნავს, რომ “პოლიტიკური გარემოს ახსნისას იყო გამოყენებული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული. ავსტრიელი დიპლომატი ირწმუნება, რომ ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

როგორც პასუხისგებლიანი მედია, BMG-მ (ბიზნესმედია საქართველო) მიიღო გადაწყვეტილება, შემოგთავაზოთ ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს 3 ივნისის განცხადება და ასევე, ამ ქვეყნის ელჩის ბატონი არად ბენკოს ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე.

1) ავსტრიის ელჩის (საელჩოს) სრული (ოფიციალური) Facebook-განმარტება იხილეთ ბმულზე. 

2) ავსტრიის რეპუბლიკის ელჩის არად ბენკოს ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე    
იხილეთ ბმულზე. 





BMG (ბიზნესმედია საქართველო) ადასტურებს პატივისცემას საქართველოში მოქმედი ყველა დიპლომატიური მისიის მიმართ და გულწრფელად აფასებს მათ ღვაწლს ჩვენი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ჩვენ, ასევე, მადლობას ვუხდით ელჩებს მათვის უკვე ტრადიციული BMG Lunch ფორმატში ტელეინტერვიუსთვის, საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის, რომელმაც საზოგადოების ინტერესი დაიმსახურა.

BMG მზად არის, ნებისმიერ დროს და ფორმატში, მათ შორის პირდაპირი ეთერიც დაუთმოს ავსტრიის რეპუბლიკის ელჩს არად ბენკოს კომენტარებისთვის და 3 ივნისს გავრცელებული განცხადებისთვის; BMG-ს აქვს დამატებითი კითხვები, რაზეც უახლოეს მომავალში მივმართავთ ავსტრიის საელჩოს.