ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ბლუმბერგის მედია ჯგუფის" ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს შეხვდა.
როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ გლობალურ კორპორაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი" საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება.
"ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს" შორის კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგის" მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც 2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება. ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი