12.სექტემბერი .2019 00:20

Bloomberg- მა 'Porsche 911" წლის ყველაზე მომგებიან მანქანად დაასახელა

views 521
უკან

ბიზნეს-საინფორმაციო პორტალ Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა Porsche 911- ის უახლესი ვერსია, რომელსაც 992 -ითაც იცნობენ, უკანასკნელი ერთ წელიწადში წარმოდგენილი ავტომობილებიდან ყველაზე მომგებიანად დაასახელეს. სპორტული მანქანების მერვე თაობამ Porsche AG- მა კომპანიას მთლიანი მოგების 30% მოუტანა, ხოლო გაყიდვების მხოლოდ 11% შეადგენდა. სპორტული ავტომობილი "პორშემ" გასულ წელს ლოს-ანჯელესში წარადგინა. 



მწარმოებლისთვის მიღებული მოგების წილის თვალსაზრისით, Porsche 911-ის უახლეს მოდელმა გადააჭარბა Ferrari F8 Tributo-ს, Aston Martin DBX-ს, Mercedes-Benz GLE-სა და BMW X5-საც. მაგალითად, F8 Tributo- ს გაყიდვები 50%-ს შეადგენდა, მაგრამ ეს კომპანიის მოგების მხოლოდ 17% -ს უზრუნველყოფს. Aston Martin 2020 წელს გეგმავს DBX მოდელის გაყიდვების გაორმაგებას (4500-მდე), მაგრამ მანქანა კომპანიის შემოსავლის მხოლოდ 21% -ს შეადგენს. რაც შეეხება BMW X5-ს , გერმანულ ავტომწარმოებლის მანქანა კომპანიის მოგების 16% -ს წარმოადგენს.





"ყველა ეს მანქანა ნამდვილად საშუალებას აძლევს კომპანიებს მიიღონ არაპროპორციულად მაღალი დონის მოგება", - აცხადებს Bloomberg-ის ანალიტიკოსი მაიკლ დინი.





Porsche 911- ის მიერ მიღებული მოგება საშუალებას მისცემს კომპანიას სექტემბრის დასაწყისში პირველი Taycan ელექტრული მანქანის წარმოებისთვის გაღებული ხარჯები დააბალანსოს. როგორც Bloomberg იუწყება, Porsche 20,000-დან 30,000-მდე ელექტრომობილის წარმოებას აპირებს, რისი ღირებულებაც 6.6 მილიარდი დოლარი იქნება, ამას ემატება ასევე ქარხნის მშენებლობის ხარჯებიც.