17.ივლისი.2019 21:00
ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

„საჭიროა, კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტილებები უფრო მეტი შერბილების მიმართულებით, რომ ბიზნეს აქტივობა კიდევ უფრო მაღალი იყოს,“ - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საბანკო რეგულაციების შერბილებაზე საუბრისას გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა.

„საბანკო რეგულაციები არის ის თემა, სადაც წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, როგორც სამშენებლო ასევე ტექნიკის მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიებთან. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია.

ერთ ნაბიჯი, რაც სამშენებლო კომპანიების მიმართულებით იქნა გადადგმული, შერბილება შეეხო ისეთი ტიპის სასესხო რესურსს, სადაც იქნება გარკვეული პროცენტით თანამონაწილეობა და ლარში გაცემული სესხები, თუმცა მთლიანობაში ამან შესაძლოა გლობალური სურათი ვერ შეცვალოს და უფრო მეტი აქტივობის ზრდა ვერ გამოიწვიოს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ აქ უფრო მეტია საჭირო,“ - განმარტა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

„ასევე, ზოგადად ვსაუბრობთ ამ რეგულაციის შერბილებაზე, რომელიც შეეხება იმ ინდუსტრიას, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციას გულისხმობს.

მათთან დაკავშირებითაც ვთვლით, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა, თუ ჩვენ პირველ და მეორე კვარტალს შევადარებთ( იმ მონაცემების საფუძველზე, რასაც კომპანიებიდან ვიღებთ) პირველი კვარტალი გაყიდვების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე იყო, მეორე კვარტალი შედარებით გაუმჯობესებულია და არიან რიგი კომპანიები, რომლებმაც გაყიდვების მაჩვენებლები გააუმჯობესეს, თუმცა მთლიანობაში ჩვენ მაინც ვსვამთ ამ საკითხის აქტუალურობას, გამომდინარე იქიდან რა სიგნალებიც გვაქვს.“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

25.აგვისტო.2019 17:40
670

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
331

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
520

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
217

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
123

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
103

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად