12.ივნისი.2019 10:15
ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი: ბიუროკრატია, საშუალო რგოლში, მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ბიზნესომბუდსმენი: ბიუროკრატია, საშუალო რგოლში, მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, იმ პრობლემებს შორის, რითაც ინვესტორები მის აპარატს მიმართავენ, ერთ-ერთი კვლავ ბიუროკრატიული ბარიერებია.

ამის შესახებ ლექვინაძემ BM.GE-ის თბილისის საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებით „Deloitte საქართველოს“ კვლევის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ზოგადად, სამი მთავარი პრობლემიდან, რომელიც ჩვენთან შემოსული განაცხადების ანალიზის საფუძველზე გვაქვს გაკეთებული, ბიუროკრატია, საშუალო რგოლში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც მეტი მოქნილობა სჭირდება და ასევე იმ უწყებების პირველ სამეულში, ვის მიმართაც ყველაზე ხშირად შემოდის გარკვეული ტიპის საკითხები, მუნიციპალიტეტები მესამე პოზიციაზე არიან. ბუნებრივია, ამ ანალიზის შედეგად ამ საკითხში მეტი მოქნილობა გვჭირდება. არის საკითხები, სადაც ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ არის გარკვეული ბიუროკრატიული ხარვეზები, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება", - განაცხადა ლექვინაძემ.

რაც შეეხება „Deloitte საქართველოს“ კვლევას, ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ინვესტორებისთვის საქმიანობის საწყის ეტაპზე.

"საერთოდ, საინვესტიციო კვლევების მიმართულებით ნებისმიერი დოკუმენტი, თან ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ შესრულებული, როგორიც იქნა წარმოდგენილი, ვფიქრობ, არის ძალიან კარგი წყარო ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ, წარმოდგენა შეიქმნან ჩვენი დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალზე. ამიტომ დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგი საინფორმაციო რესურსია, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „Deloitte საქართველოს“ კვლევის თანახმად, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, რითეილი და გართობა, კრეატივი - თბილისში ინვესტიციებით დაინტერესებულთათვის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებებია. აღნიშნულ კვლევაზე დაახლოებით, 160 000 ლარამდე დაიხარჯა. დოკუმენტში იმ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზეც არის საუბარი, რაც დასახელებულ სექტორებს ახასიათებს.
ავტორი: დათო ჯალაღონია

23.აგვისტო.2019 19:20
32

ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ მცირე სასტუმროების მფლობელებს ახალი ინიციატივა გააცნეს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:10
19

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
223

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
524

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
138

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
146

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად