10.სექტემბერი .2019 20:30

ბიზნესმენი: სებ-ს არ ვადანაშაულებ... ლარის კურსზე პასუხისმგებელი საქართველოს ეკონომიკაა

views 845
უკან

„ლარის კურსის გაუფასურებაში მე ეროვნულ ბანკს არ ვადანაშაულებ,” - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენმა კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ბიზნესმენის აზრით, ლარის კურსის გაუფასურებას იწვევს ის, რომ საქართველოში წარმოება არ არის განვითარებული.

„საქართველოში არ ხდება დამატებითი ღირებულების შექმნა, ის პროდუქციაც არ იქმნება, რომელიც უნდა მოიხმარო; როდესაც მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, თუ ქვეყანაში უცხოური ვალუტა არ შემოვიდა, ეს ლარის კურსზეც აისახება.

მე ლარის გაუფასურებას ველი იმიტომ, რომ ქვეყანაში დამატებითი ღირებულების მქონე არაფერი იქმნება, იმპორტით ვართ დაკავებულები. ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი როგორი იქნება ვალუტის კურსი და არც შეიძლება იყოს. ლარის კურსზე პასუხისმგებელი საქართველოს ეკონომიკაა.

სანამ საქართველო იმ დონეზე არ განვითარდება, რომ საქართველოში რამე ვაწარმოოთ, იქამდე სპირალზე ვივლით", -  განაცხადა ვაშაკიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა