11.სექტემბერი .2019 15:00

ბიზნესმენი გახარიაზე: „ბიუროკრატია, რომელიც მთავრობაშია მიხედოს და გადაწყვეტილება დროულად მიიღოს“

views 127
უკან

„თუ გახარია საქართველოში ბიზნესის და წარმოების, ასევე სერვისის განვითარებას ხელს შეუწყობს, ამით წარმატებებს მივაღწევთ,“ - ამის შესახებ BM.GE-ს ბიზნესმენმა, კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ვაშაკიძე აღნიშნავს, მას ახალ პრემიერთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის და ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ჰქონდა და მის მუშაობას დადებითად აფასებს.

„როდესაც გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი გახდა, ჩვენ მასთან ურთიერთობა გვქონდა და ყველა საკითხს ყურადღებით ეკიდებოდა. მას უნარი შესწევდა, რომ ეს საკითხები გადაეჭრა სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგალითად, საგადასახადოში და ეკონომიკის სამინისტროში. გახარია ბიზნესის მიმართ დადებითად იყო განწყობილი და ჩვენც დადებითად ვიყავით განწყობილები. როდესაც გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, იქაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა საკითხებს უშუალოდ იხილავდა. თუ გახარია საქართველოში ბიზნესის და წარმოების, ასევე სერვისის განვითარებას ხელს შეუწყობს, ამით წარმატებებს მივაღწევთ,“ - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.


ბიზნესმენის განმარტებით, ის გახარიას მთავრობის გამოწვევად ქვეყანაში ბიუროკრატიას მიიჩნევს.

„ბიუროკრატია, რომელიც მთავრობაშია მიხედოს და გადაწყვეტილება დროულად მიიღოს, რათა ადამიანს ცხოვრება გაუადვილდეს. მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული მივიდის ბიზნესთან რა უჭირთ რა დახმარება სჭირდებათ. ვიღაცები გადასახადებს იხდიან ვიღაცები არა. ან იყოს ერთი კანონი ყველასთვის, ან არ იყოს ეს მთლიანად სახელმწიფოს ეროზიას იწვევს.“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა