მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: არ მინდა, პარლამენტში რუსი დეპუტატების ხილვა

5d0b7b1daa8fe
თელარა გელანტია
20.06.19 15:45
4760
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე რუსეთის დუმის წევრის სერგეი გავრილოვის საკითხს ეხმაურება.

„არასდროს მაინტერესებდა პოლიტიკა და შეძლებისდაგვარად მუდმივად ვცდილობ, გავმიჯნო პოლიტიკა ბიზნესისგან, თუმცა ამავდროულად, გულწრფელად მჯერა, რომ ყველა საქმიანობის მამოძრავებელი ძალა, არის თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული. ეს ორი რამ უნდა ედოს ყველაფერს საფუძვლად და უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა. სამოქალაქო პოზიცია პოლიტიკა კი არა, მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ამიტომაც, დღეს, უბრალოდ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად ვთვლი დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:

მანამ, სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის 20%, მე როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს არ მსურს და არ მინდა, ჩემი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ხილვა“, - წერს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ: მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა; პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ; შედეგად საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.