19.აპრილი.2016 22:11
ტექნოლოგია

ბიზნეს მოლაპარაკების წარმატების 5 გზა

ბიზნეს მოლაპარაკების წარმატების 5 გზა
ე.წ. „ნეთვორქინგი“ - ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ორატორად არ იბადება, ამ უნარ-ჩვევის განვითარება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. მთავარია იმის გაგება, თუ რა საკითხებსა და მხარეებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. FastCompany-მ შეისწავლა ეს საკითხი და შემოგვთავაზა 6 რჩევა წარმატებული ბიზნეს-მოლაპარაკებებისთვის.

არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ისინი, ვისაც შეუძლია ნებისმიერ თემაზე შეუსვენებლად საუბარი და ისინი, ვისაც უჭირს სასურველის გამოხატვა, ან თუნდაც, დიალოგის წარმართვა. პირველი ჯგუფი მეორისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მასში შემავალ პირებს უფრო განვითარებული აქვთ კომუნიკაციის უნარი.

„კარგ ურთიერთობაში უნდა შეძლოთ მიღება-დაბრუნების პრინციპით საუბარი, როგორიც, მაგალითად, ბურთით თამაშია, თქვენ ესვრით მას თანამოსაუბრეს და ის უკან გიბრუნებთ იმ იმედით, რომ ისევ მიიღებს მას, თქვენი მიზანია არ მისცეთ ბურთს დავარდნის საშუალება“- ამბობს CooperKatz & Company-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი ენ გრინი.

1. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ისწავლეთ მოსმენა

როდესაც ხარ კარგი მოსაუბრე, ყველაზე ირონურლია ის ფაქტი, რომ მთავარი არაა საუბარი. თქვენზე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს ის, თუ რამდენად კარგად გაქვთ განვითარებული მოსმენის უნარი. „სამწუხაროდ. არცთუ ისე ბევრი ადამიანი ვარჯიშობს მოსმენაში“,- ამბობს სელესტ ჰიდლი, გადაცემა On Second Thought-ის წამყვანი.

„როდესაც ვსაუბრობ ვგრძნობ, რომ ვაკონტროლებ სიტუაციას, თუმცა ასევე მე უნდა ვისმენდე მოსაუბრის ლაპარაკს, რათა ვაჩვენო ჩემი ინტერესი, შესაბამისად, მე ყურადღების ქვეშ ვარ, მარტივად ვავლენ საკუთარ ინდენტობასა და უნარ-ჩვევებს“, - თქვა მან თავის გამოსვლაში TED 2015-ზე. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვირჩევნია საუბარი მოსმენას არის ის, რომ მეორის დროს მარტივად შეიძლება სხვა რამეზე ყურადღების გადატანა. ასე რომ, სხვა ადამიანთან დიალოგის წარმართვისას მოუმატეთ კონცენტრაციას, თუ ამას არ გააკეთებთ აღმოჩნდებით საუბრის გარეთ.

2. არ არის აუცილებელი გამუდმებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება

კარგი მოსაუბრეები არ ყვებიან საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც არ არის ამის საჭროება, თუკი ვინმემ გიამბოთ საკუთარი ტკივილის შესახებ, რომელიც ახლობლის გარდაცვალებამ გამოიწვია, არაა საჭირო რომ საპასუხოდ მსგავსი ისტორია მოუყვეთ თქვენი ცხოვრებიდან.

„თუ სხვამ გიამბოთ მის სამსახურში არსებული პრობლემების შესახებ, არ მიუბრუნოთ საპასუხოდ ის, თუ როგორ ვერ იტანთ თქვენსას, რადგან თქვენი ისტორიები არ გავს ერთმანეთს, რადგან თითოეულის ინდივიდუალურია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - საუბარი არ არის თქვენზე. არ არის გამოიყენოთ ეს მომენტი იმისთვის, რომ აჩვენოთ სხვას საკუთარი წარსულის უბედურება. საუბარი არ არის თვითგატანის საშუალება!“- თქვა ჰადლიმ.

3. აღიარეთ, როდესაც რაიმე არ იცით

კომუნიკაციაში დახელოვნებულ ადამიანს არ აშინებს იმის ჩვენება, რომ რაიმე არ იცის, თუნდაც მოლაპარაკებებზე, როდესაც ერთ-ერთი მხარე ცდილობს მაღალფარდოვანი სიტყვებით საკუთარი პოზიციისა და ცოდნის წარმოჩენას, რათა გამიარჯვოს ტენდერში, მიიღოს სამუშაო ადგილი და ა.შ . მართლაც რომ, საშიში არაფერია, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები და ცხადია, რთულია ყველაფრის ცოდნა.

თუმცა ასეთი შემთხვევები მარტივად ასაცილებლად, თუ გრძნოთ, რომ რაიმე არ გესმით, ჯობს იკითხოთ: „მინდა დავრწმუნდე რომ რეალურად მესმის ის, რაზეც საუბრობთ, შეგიძლიათ სხვა ინტერპრეტაციით გაიმეროთ იგივე?“.

ასეთი შეკითხვის შემდეგ მოსაუბრე არამხოლოდ იფიქრებს იმას, რომ თქვენ ყურადღებიანი მსმენელი ხართ, არამედ ბედნიერი იქნება წარმოაჩინოს სათქმელი არასტანდარტული გზითაც.

4. იკითხეთ მეტი

იკითხეთ და გაიგეთ მეტი სხვადასხვა თემაზე: დაწყებული პოლიტიკური ვითარებიდან მსოფლიოში, დამთავრებული კულტურული მოვლენებით, გვირჩევს მწერალი სიუზენ ბეიტსი.

ასე არამხოლოდ განავითარებთ მსოფლმხედველობას, არამედ გექნებათ საშუალება ესაუბროთ ნებისმიერ, სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანს, ეცადეთ აღმოაჩნოთ საერთო წერტილი თანამოსაუბრესთან, დაინტერესდით მისი ხედვითა და ინტერესებით, ბიზნესსა თუ ცხოვრებაში.

5. დააკვირდით ნიშნებს

კარგი მოსაუბრე, არის ყურადღებიანი მსმენელი, რომელსაც აქვს განვითარებული ორატორის ნიჭი და ასევე კარგად ერკვევა სხეულის ენასა, თუ ფსიქოლოგიაში. ის აკვირდება თანამოსაუბრის მოძრაობებს, ცვლილებებს გუნებაში და ა.შ. ეს ყველაფერი ეხმარება მას დიალოგის სწორად წარმართვასა და განვითარებაში.

IHUB Tbilisi
 
 

15.ივლისი.2019 14:31
6074

FaceApp-ი, რომელიც ინტერნეტ სენსაციად იქცა, რუსულ კომპანიას წარმოადგენს

ვრცლად
08.ივლისი.2019 13:50
127

რა არის Samsung-ის ჰოლოგრამა და როგორ გვიცავს ის?

ვრცლად
04.ივნისი.2019 14:43
264

"ბილაინმა" პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი - "სუპერ • ბი" დანერგა

ვრცლად
21.მაისი.2019 21:20
504

"მაგთი" და "სილქნეტი" წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან - კომისიამ კვლევა დაასრულა

ვრცლად
20.მაისი.2019 10:29
268

ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

ვრცლად
15.მაისი.2019 22:10
1111

Facebook-ი შეზღუდვებს აწესებს

ვრცლად