მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

5d0a5411371df
მიხეილ ხაჩიძე
19.06.19 19:10
980
ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს.

კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეის მონაცემებით, 10,000 აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი მატება, ბოლო 13 თვის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო. მას შემდეგ, ის 130%-ით არის გაზრდილი.

ბიტკოინის გამყარების მიზეზად ანალიტიკოსები Facebook-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის ოფიციალურად დაანონსებას ასახელებენ.

როგორც გუშინ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბეგრგმა განაცხადა, ვირტუალური ფულით ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება და მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, სოცქსელში გადახდის ოპერაცია შეასრულონ.