მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

5cdadd79b0819
მიხეილ ხაჩიძე
15.05.19 00:02
13413
ბიტკოინის ფასი რეკორდულ მატებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეის მონაცემებით, $8 050 შეადგინა. მსგავსი მატება, ბოლო 8 თვის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო, მას შემდეგ ის რადიკალურად, 186%-ით არის გაზრდილი.

ბიტკოინის გამყარებასთან ერთად, ფასები სხვა ვირტუალურ ფულზეც მატულობს. ზრდის მიზეზად უცხოელი ანალიტიკოსები ინსტიტუციონალური ინვესტორების მაღალ ინტერესს ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰაკერებმა ე.წ. ფიშინგის, ვირუსებისა და სხვადასხვა კიბერ შეტევის გამოყენებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სანდო კრიპტობირჟის Binance-ს ანგარიშებიდან 7,000 ბიტკოინი მოიპარეს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 41 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატოს ფსევდონიმის ქვეშ შექმნეს. 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.