მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინი ისევ იაფდება

5cf76b50b5bf9
BM.GE
05.06.19 11:11
12407
ბიტკოინი ისევ იაფდება.

ფასის კლების ტენდენცია მეორე კვირაა გრძელდება და კრიპტოვალუტამ 8%-მდე დაკარგა; ამ დროისთვის მისი ღირებულება $8,000-ია.

30 მაისს ციფრული ფულის ღირებულება რეკორდულად იყო გაზრდილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ის 9100 აშშ დოლარად ივაჭრებოდა.

ცნობისათვის, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატოს ფსევდონიმის ქვეშ შექმნეს; 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჰაკერებმა ე.წ. ფიშინგის, ვირუსებისა და სხვადასხვა კიბერშეტევის გამოყენებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სანდო კრიპტობირჟის Binance-ს ანგარიშებიდან 7,000 ბიტკოინი მოიპარეს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 41 მილიონ დოლარს შეადგენდა.