მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

5c3dcaf7e5784
ლევან თაღიაშვილი
15.01.19 17:20
2299

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა Bitcoin 10 წლის გახდა. Bitcoin-ის "ციებ-ცხელება" ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო; წლის დასაწყისში მისი ფასი $975 იყო, დეკემბერში კი, 1 Bitcoin 19,656 დოლარი გახდა.

ბიტკოინის რეგულირების საკითხი დღემდე აქტუალურია; 11 ქვეყანაში ის ახლაც არალეგალურად ითვლება, მათ შორის: მექსიკაში, ჩინეთში, ალჟირში, ეგვიპტეში და ა.შ

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში Bitcoin-ის გამოყენების ვარიანტები საკმაოდ მრავალფეროვანია, მარეგულირებელი დღემდე არ რთავს ნებას კომპანიებს, რომ Bitcoin გამოიყენონ, როგორც ერთ-ერთი ვალუტა; საკითხის განხილვა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას, 2017 წლის ბოლოს გამოქვეყნდა ოფიციალური გაფრთხილება, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს ფრთხილად იყვნენ კრიპტოვალუტის მოხმარებისას, გამომდინარე იქიდან, რომ მას ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც სავარაუდოდ, გავლენას ახდენს სპეკულაციური მოლოდინები.

ამდენად ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ, თუმცა რაიმე სახის დირექტივა ან რეგულაცია ეროვნულ ბანკს დღემდე არ განუხორციელებია და ბოლო ინფორმაციით, ამ მმართულებით,  რაიმე სიახლე ჯერ-ჯერობით არც იგეგმება.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მაისში, სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების რეგულაცია მომავალში გარდაუვალია.

დღეს Coinmarketcap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $122,6 მილიარდია, Bitcoin-ის ფასი კი, $3677 შეადგენს.