მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიო ბოსტნეული ბრუკლინის სახურავიდან

5d5ed443cf7c9
მიხეილ ხაჩიძე
22.08.19 21:40
1676

პომიდორი, წიწაკა, სალათის ფურცლები, კიტრი, ბადრიჯანი, სტაფილო, ლობიო და ა.შ - ნიუ-იორკულმა სტარტაპმა ბოსტნეულის ბაღი მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე მოაწყო. ისინი მოყვანილ პროდუქციას მაღაზიებსა და რესტორნებზე ყიდიან. სტარტაპის ავტორი დარწმუნებულია, რომ ურბანული ფერმა მზარდია და მსოფლიოში უახლოეს პერიოდში ძალიან აქტუალური და ტრენდული გახდება.


 

შტატების მეტროპოლ ნიუ-იორკში "მამლის" ყოლა კანონით აკრძალულია. ამერიკელებს იდილიური მყუდროების დარღვევა აბეზარი ხმაურებით არ სრუთ. ანი ნოვაკიც კანონს ემორჩილება, მამალი არ ჰყავს, თუმცა სახურავზე ბოსტნის გვერდით მოწყობილ საქათმეში ამ ეტაპზე 6 ქათამს უვლის, მათ დადებულ შინაურ კვერცხს კი, ბოსტნეულთან ერთად კერძო კლიენტებზე ყიდის.

 

ანი ნოვაკის სამუშაო პიკის საათთან ერთად, მანქანების ქაოტური ხმაურის ფონზე იწყება. ახალგაზრდა, მოდური გოგონა, ბრუკლინის ბაღში ყოველ დილით, შვიდ საათზე ველოსიპედით მიდის, ფაბრიკის სახურავზე გაშენებულ ბაღში ბოსტეულს უვლის, კრეფს, რწყავს და ახარისხებს. ბაღი rooftop farm-ის 550 ქვადრატულ მეტრზეა გაშენებული. სტარტაპი მომგებიანია, წელიწადში დაახლოებით 36 ტონა ბიო ბოსტნეული მოჰყავთ და ყიდიან, სამომავლოდ გაფართოებასაც აპირებენ.





დასაწყისი შედარებით რთული იყო, სტარტაპმა სტარტი 2008 წელს აიღო. მაშინ 90.000 კილო მიწის ტომრებით სახურავებზე ატანასა და დახარისხებას რამდენიმე თვე მოანდომეს.



სტარტაპის ხელმძვანელი ანი ნოვაკი, რომელიც თავისი ბაღში პირადად მუშაობს, ზამთარში ავსტრალიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და აფრიკაში მოგზაურობს, იქაურ აგროკულტურას სწავლობს და სამომავლოდ მათ პრაქტიკაში დანერგვასაც აპირებს.