მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსმა მსოფლიოს მე-2 უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

5d302ef4606b7
მიხეილ ხაჩიძე
18.07.19 12:41
2844
ბილ გეითსი მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანი აღარაა - პირველად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მისი ადგილი ფრანგმა ბიზნესმენმა კომპანია LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ დაიკავა.

ამერიკულ ჟურნალ „Forbes“-ის ინფორმაციით, 70 წლის ფრანგის ქონება 105,1 მილიარდი დოლარია, ხოლო კომპანია Microsoft-ის დაამარსებელს 103,7 მილიარდი დოლარი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-პორტალ Bloomberg-ის მონაცემები Forbes-ისას არ ემთხვევა - აქ ფრანგი ბიზნესმენის ქონება - 108 მილიარდ დოლარად, ხოლო ბილ გეითსის - 107 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

70 წლის ბერნარ არნომ მხოლოდ 2019 წელს $39 მილიარდი იშოვა. ხოლო გეიტსმა ქველმოქმედების მიზნით, 35 მილიარდი გასცა.

მილიარდერების რეიტინგში საპატიო პირველ ადგილზე 164,8 მილიარდი დოლარით კვლავ Amazon-ის შეფი ჯეფ ბეზოსია.