მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: რეგიონებში გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას

5d2ee101cce42
თელარა გელანტია
17.07.19 12:47
1210
აჭარაში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელსაც აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს.

რეგიონულ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მედიასთან რამდენიმე თემაზე გააკეთა კომენტარი.

ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების, პარლამენტის თუ საკრებულოების წევრები რეგიონებში ვიზიტებს გააქტიურებენ.

მისი შეფასებით, აქამდე პარტიული მუშაობა იყო პასიური და ძირითადად საარჩევნოდ აქტიურობდა.

„ჩვენ ამ რეჟიმზე ურს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან არჩევნების შუალედი უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური და მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ განგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან, გასულია რეგიონებში, უფრო მეტად მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო აქტიურები ვიქნებით. მაქსიმალური რაოდენობა ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას. ჩვენ მათთან გვექნება პოლემიკა ინფრასტრუქტურლი პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ, ახალ ბიუჯეტს. განსაკუთრებით რეგიონებში ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით იმ გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ და მოვახერხებთ, რომ წლის ბოლომდე თქვენი, ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებათან აქტიური კომუნიკაციით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“, - განაცხადა ივანიშვილმა.