10.სექტემბერი .2019 18:51

ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორია

views 11753
უკან

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $473 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში “ტურიზმის განვითარების ფონდიც” შედის, რომელიც საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურიდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, “ტურიზმის განვითარების ფონდმა” 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $36,598,000 დოლარის, ანუ 99,159,309 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს კონკრეტულად პანამური ინვესტიციების 61% და მთლიანი FDI-ის 7.7%-ია.

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სრული სია ასეთია:

  • შპს მაგთიკომი
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • სს RMG Copper
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს აჭარ ენერჯი-2007
  • სს საქართველოს კაპიტალი
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • სს ნენსკრა ჰიდრო
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს პირველად აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა კომპანია BP, რომელიც მილსადენების პროექტის განხორციელების გამო, გასული წლების განმავლობაში მუდმივად ტოპ ათეულის წევრი იყო. 

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა