13.თებერვალი .2016 19:52

ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკარების პრობლემა საქართველოში ძალიან რთულია

views 1698
უკან

ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში, იმ ადგილზე ჩავიდა, სადაც ხეების გადარგვის პროცესი მიმდინარეობდა. ყოფილი პრემიერი, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, რომლებმაც ივანიშვილს ხეების გადარგვის პროცესის შეჩერება მოსთხოვეს.
 
"ერთი ხის ადგილზე მინიმუმ 10-ს დავრგავთ. სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში, არანაირი სამუშაოები არ იქნება. ბუნებას აღვადგენთ და აღვადგენთ იმაზე უკეთესად ვიდრე იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ციხისძირში, ადგილზე მყოფმა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბიძინა ივანიშვილს ქობულეთში მცხოვრები იპოთეკით დაზარალებული ოჯახების საკითხზეც კითხა, რაზეც ივანიშვილმა განაცხადა: "იპოთეკარების პრობლემა, ზოგადად საქართველოში არის ძალიან რთული. არც ერთ ჩემს შეხვედრაზე, არავის დავპირებივარ, რომ ამას გადაგიჭრით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა