მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

5d108501673fa
თელარა გელანტია
24.06.19 12:06
1525
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ივანიშვილის თქმითვე, უქმდება 5%-იანი ბარიერი.

"არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.