მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა გონაშვილი საქართველოს ბანკში აგრო მიმართულების კოორდინატორად დაინიშნა

5c9cc411e2b84
ლევან თაღიაშვილი
28.03.19 17:20
5776
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი საქართველოს ბანკში, SME აგრო მიმართულების კოორდინატორად დაინიშნა. მისი თქმით, ამ პერიოდში მთავარი პრიორიტეტი ფერმერებისთვის მეტი განათლებისა და გამოცდილების მიწოდება იქნება.

„საქართველოს ბანკში SME აგრო მიმართულების კოორდინატორი ვიქნები. ძირითადი მიზნები ბანკისთვის აგრო მიმართულებით ახალი პროდუქტების და პროგრამების შექმნაა. ასევე ფერმერებისთვის კონსულტაცია და ექსპერტების დახმარება აგრო მიმართულებაში მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად“ - განმარტა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, აგრო მიმართულება რთული და ინდივიდუალურია, შესაბამისად, მის ხარისხს კვალიფიციური სპეციალისტები საგრძნობლად გაზრდიან.

„ხშირ შემთხვევაში ბანკი ცდილობს თავიდან აირიდოს რისკები და ძალიან დაბლა წევს მოსალოდნელ შემოსავალს, ამ დროს ფერმერს შესაძლოა ისე ჰქოდნეს წარმოება მოწყობილი, რომ რისკები დაზღვეული იყოს. აგრო სექტორი ძალიან რთული და ინდივიდუალურია, რის შეფასებასაც ხშირად, პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება“ - განაცხადა მან.

გონაშვილის თქმით, ის მეცხვარეთა ასოციაციაშიც შეინარჩუნებს ხელმძღვანელის პოზიციას. მისივე განმარტებით, საქართველოს ბანკი მომავალში აგრო მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და ახალ პროდუქტებს შესთავაზებს ფერმერებს.