მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

5c9f661c09325
ანუკა ჯოხაძე
30.03.19 17:50
3652
სამშენებლო კომპანია GDG–ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფა უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა ისევ გაგრძელდება.

ასე გამოეხმაურა წაქაძე BM.GE-სთან საუბრისას თბილისის მერიის ახალ ინიციატივას, რომელიც გამონაკლისის წესით, შეჩერებული მშენებლობებისთვის k2 კოეფიციენტის მატებას გულისხმობს.

როგორც წაქაძე ის ამბობს, ამ მიმართულებით მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია თბილისის მერიასთან და მიესალმება აღნიშნულ ცვლილებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობამ იკლოს.

"ჩვენ უნდა გავარკვიოთ და ვიმსჯელოთ იმ თემაზე, რა არის ძირითადი მიზეზი დაუმთავრებელი მშენებლობების არსებობისა. ყველა ობიექტი, რომელიც ბარდება მერიაში და მერია იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვაზე, აუცილებელია მას ჰქონდეს ფინანსური უზრუნველყოფა. ძალიან რთული იქნება ფინანსური რეგულაციის მიღება, მაგრამ უნდა იყოს აწონილ-დაწონილი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ეს რეგულაცია უნდა მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების შემთხვევაში, დაუსრულებელი მშენებლობები კვლავ იქნება", - აცხადებს სამშენებლო კომპანია GDG-ის დამფუძნებელი.