მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა" - რივალდო ქუთაისშია

5d36f083537af
BM.GE
23.07.19 15:31
958
ლეგენდარულმა ფეხბურთელი, ბრაზილელი რივალდო adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოხარულია, რომ მეორედ მოუწია საქართველოში ჩამოსვლა.

"ძალიან მიხარია, რომ საქართველოში მეორედ მომიწია ჩამოსვლა. იმედი მაქვს, რომ კიდევ მომიწევს ჩამოსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ არის სანახავი. ძალიან ბედნიერი ვარ იმ სითბოსთვის, რომელიც ხალხმა საქართველოში ჩემს მიმართ გამოხატა. დღეს მივიღე მონაწილეობა ფილმის გადაღებაში და მოხარული ვარ რომ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად მივიღე მონაწილეობა", - აღნიშნა რივალდომ.

ფილმს, რომელშიც ფეხბურთელი მონაწილეობს "არენა" ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში მიმდინარეობს და თბილისშიც გაგრძელდება.

ფილმში რივალდოსთან ერთად სხვა ცნობილი ქართველებიც იღებენ მონაწილეობას.

რივალდოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში adjarabet.com-ის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.