15.მაისი.2019 15:20
საზოგადოება

ბედინეიშვილი: რუსეთის წინაშე ჩვენი სისუსტის მთავარი წყარო ჩვენი სიღარიბეა

ბედინეიშვილი: რუსეთის წინაშე ჩვენი სისუსტის მთავარი წყარო ჩვენი სიღარიბეა
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საკუთარ facebook-ზე ტელეკომპანია россия 1-ის მიერ საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით წერს, რომ ქვეყანაში რუსული ინვესტიციებისა და რუსი ტურისტების სიმრავლის ნაცვლად პრობლემას საქართველოს სიღარიბე და დაბალი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს.

ბედინეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეთნიკური ნიშნით ტურსტებთან და ინვესტორებთან ბრძოლის ნაცვლად, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა გააძლიერებს. 

"ვიდეოს გადავაწყდი - ვიღაც რუსი ფაშისტი ჟურნალისტი როგორ ბაქიბუქობს რომ საქართველო რუსი ტურისტებითაა სავსე, რომ რუსები ბევრ ბინებს ყიდულობენ აქ და მენიუ ყველგან რუსულადაა. ქვემოთ ბევრი გაბრაზებული კომენტარი აქვს ქართულად. ბევრი ჩემი მეგობარიც ნერვიულობს იმაზე რომ ამდენ რუსს ვუშვებთ ქვეყანაში და ასე ‘ვბარდებით’ რუსულ ფულს.

ეს გაბრაზება სრულიად გასაგებია... მაგრამ არასწორი.

ჯერ ერთი, ჩვენი ბრაზით რუსებს არაფერი აკლდებათ. ამიტომ ჯობია ეს (გასაგები) ბრაზი გვერდზე გადავდოთ და ცივ გონებას მოვუხმოთ. თუ ასე მოვიქცევით ვნახავთ რომ რუსეთის წინაშე ჩვენი სისუსტის მთავარი წყარო ჩვენი შედარებითი სიღარიბეა. სიღარიბის დაძლევას რაც მეტი ტურისტი და ინვესტორი გვეყოლება მით უფრო სწრაფად შევძლებთ. ამიტომ ამას სტრატეგიულად შევხედოთ. თუნდაც ასე: გამოვართვათ რუსებს ფული რომ ამით გავძლიერდეთ და იგივე რუსეთს შემდეგ კუდით ქვა ვასროლინოთ.

რუსი ტურისტი და ინვესტორი არაა ჩვენი მტერი - ბოლოს და ბოლოს ტურისტი შეჭამს ელარჯს, დალევს ხვანჭკარას, დატოვებს ფულს და დაბრუნდება თავის კამაროვოში. არაფერი ამით არ გვაკლდება. მხოლოდ ვიგებთ. ინვესტორის აქ ნაყიდი საკუთრებაც ჩვენს იურისდიქციის ქვეშაა და მისი საშუალებით რუსი ვერაფერს დაგვაკლებს.

მაგ. ამდენი ხანია თელასი რუსებისაა, რა დაგვაკლეს? წამით წარმოიდგინეთ რუსებმა პოლიტიკური მოტივაციით თელასის მენეჯმენტს რომ მოსთხოვონ თბილისს დენი შეუწყდეს... ხომ მომენტალურად და სამართლიანადაც დაკარგავენ მთელს ინვესტიციას საბოტაჟისთვის. შესაბამისად ეს აბსურდული სცენარი ვერ განვითარდება. საერთოდ, გარედან ინვესტიციას ხშირად ებრძვიან მაგრამ საბოლოოდ მას მხოლოდ კარგი მოაქვს.

ჩვენი მტერი სინამდვილეში ჩვენში მზარდი მემარცხენეობაა, რომელიც ხელს გვიშლის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ. სწრაფი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მიმზიდველს გახდიდა არა მარტო რუსებისთვის არამედ ევროპელი და ამერიკელი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. შესაბამისად იმ ფაშისტ ჟურნალისტსაც დაეკარგებოდა ‘იაზვობის’ ხასიათი.

სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგვაძლიერებს და საბოლოოდ ნატოშიც ეგ შეგვიყვანს.

რუსეთი მტერია! კარგია რომ ეს გვახსოვს. მტერს ჭკუით უნდა ებრძოლო!", - წერს ბედინეიშვილი საკუთარ facebook-ზე. 


18.ივლისი.2019 13:22
0

ქიბარ ხალვაშს ნიკა გვარამიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

ვრცლად
18.ივლისი.2019 13:15
46

ქიბარ ხალვაში: არ ვაპირებ შევეხო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას

ვრცლად
18.ივლისი.2019 13:07
336

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:57
77

წულუკიანი: სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო "რუსთავი 2"-ის სარჩელის ყველა პუნქტი

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:21
717

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:03
350

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის

ვრცლად