მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების შესაწამლად 369 000 ლარი იხარჯება

5d6388f648cc7
BM.GE
26.08.19 12:30
767
ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება.

პროგრამას, რომლის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსებისა და ბათუმური ეზოების კოღოებსა და მღრღნელებზე დამუშავება ხდება, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 369 000 ლარია. იგივე პროგრამის ფარგლებში ხდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში.

"ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების დამუშავება მღრღნელებზე პროგრამულადაა გათვალისწინებული, 1080 სახლია, თვეში ერთჯერ კეთდება, არის როგორც მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსები, ასევე იტალიური ეზოები, ხდება დერატიზაცია [მღრღნელების განადგურება]. რაც შეეხება კოღოებს, 730 მისამართზე, თვეში ორჯერ ტარდება გეგმიურად შეწამვლა", – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე, სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

კოღოების შეწამვლის ღონისძიებებს მერია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ახორციელებს, ხოლო მღრღნელების დერატიზაციას – მთელი წლის განმავლობაში. ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, მოსახლეობის შეუძლია მერიას მიმართოს მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ნომერზე – 0422 27 69 13.

წყარო: "ბათუმელები"