მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ფრანების ფესტივალისთვის 40 ათასი ლარი დაიხარჯება

5d61128422c01
BM.GE
24.08.19 15:00
720
ბათუმში ფრანების ფესტივალისთვის 40 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ააიპ ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ გამოხცხადებულ ტენდერშია ნათქვამი.

ფრანების ფესტივალის ჩატარება ბათუმში 2019 წლის 28-29 სექტემბერს იგეგმება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან DJ–ები, უპირატესობა კი ცნობილ DJ-ბს მიენიჭება, რომლებიც ფესტივალზე დაუკრავენ. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ხელნაკეთი ფრანების მასტერკლასი, სამოყვარულო ფრანების ცაში გაშვება და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

სატენდერო წინადადებების მიღება 25–დან 27 აგვისტოს ჩათვლით მოხდება.