25.მარტი .2016 17:21

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

views 1790
უკან

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N1-ში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს "ემ-კვადრატს" 289 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა.
 
საინვესტიციო პირობების მიხედვით, 18 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება. ახალაშენებულ კომპლექსში შპს "ემ-კვადრატი" ობიექტის მიწისზედა მეორე სართულზე 190 000 დოლარის ღირებულების გარემონტებულ საოფისე ფართს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

კომპლექსის აშენებიდან ერთი თვის ვადაში კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისთვის ბათუმში არანაკლებ 150 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობით უზრუნველყოფას. მუზეუმში არსებული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებისა და სხვა მოძრავი ქონების ტრანსპორტირებაც უსასყიდლოდ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ემ კვარდატი" არ წარმოადგენს "საქართველოს ბანკის" მიერ დაარსებულ დეველოპერულ კომპანია M2-ს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა