მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის თეატრის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება

56e944a018196
BM.GE
16.03.16 15:31
1301
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 
ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის შენობის ფასადს რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობას პირველადი სახე დაუბრუნდება. პროექტის თანახმად, რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება თეატრის ჭაღს, შიდა ინვენტარს. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობა. შეიცვლება გათბობა - ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად, პირველ სართულზე, თეატრის მუზეუმი განთავსდება. ფოიეში კი ლიტერატურული კაფე გაიხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თეატრისთვის სიახლეს წარმოადგენს სამი სასტუმრო ნომრის მოწყობა, რომლითაც მოწვეული რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები ისარგებლებენ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს სამი სცენა ექნება. ასევე, დამონტაჟდება სინქრონული თარგმნის აპარატი, რაც ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს.

თეატრის რეაბილიტაცია 2015 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 2017 წლისათვის დასრულდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.