23.იანვარი.2016 01:00
საზოგადოება

ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი ბათუმის ზღვისპირა ბულვარის სამი ხეივნის შენარჩუნების შესახებ და მიიღო ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება.
 
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, „არჩილ ხაბაძე უშუალოდ იყო დაინტერესებული გამოძებნილიყო საზოგადოებისათვის მისაღები გადაწყვეტილება, ამის შესახებ მან სხვადასხვა ინტერვიუში თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრისას არაერთხელ განაცხადა“.

„22 იანვარს აჭარის მთავრობაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც დეტალურად განიხილეს სამომავლო ნაბიჯები სამი ხეივნის შენარჩუნებისათვის. ამგვარი გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გზით ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბათუმისა და ბათუმელების ინტერესების დასაცავად. „მინდა მივულოცო ყველას - ბათუმელებს, მთელ საქართველოს, რომ ასეთი რამ მოხდა... ეს არაჩვეულებრივი მაგალითიცაა და გაკვეთილიც საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის, რომ მსგავსი დემოკრატიული პროცესი შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში... რომ საზოგადოების მიერ გამოთმულ აზრს აქვს ძალა...“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში საინიციატივო ჯგუფის წევრმა რაულ ფატლაძემ.
 
მომდევნო დღეებში გაგრძელდება ბულვარში მიმდინარე სამუშაოების სამართლებრივი, ტექნიკური და დოკუმენტალური საკითხების შეთანხმება, რაშიც ჩართულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული პროცედურები უახლოეს დღეებში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე არხებისა და სასეირნო ბილიკების ახალი ფილებით მოწყობა სამივე ალეაზე იქნება გათვალისწინებული. ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“,- ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


21.აგვისტო.2019 21:20
159

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:14
174

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
455

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:56
58

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:29
78

"ზედაზენი" Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:11
131

„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

ვრცლად