მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარის დირექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ

56b0a4f4aef7a
BM.GE
02.02.16 16:44
2750
აჭარის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მერიის მართვაში გადაცემის თაობაზე.
ბათუმის ბულვარის დირექტორი და მისი სამივე მოადგილე თანამდებობას დატოვებს,  რის შემდეგაც ბათუმის მერია საკრებულოსთან შეთანხმებით დანიშნავს ახალ ხელმძღვანელებს. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, 2016 წელი იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომელიც გულისხმობს ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიერ შერჩეული მენეჯმენტით ბულვარის მართვას. 2017 წლიდან ბულვარის მოვლა-პატრონობასა და მართვას მთლიანად ქალაქის მერია და საკრებულო დაგეგმავს და განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინა ხელისუფლების პირობებში გადაეცა სამართავად.

სწორი მენეჯმენტისა და ეფექტური მუშაობის მაჩვენებელია ბათუმის ბულვარის შემოსავლების დაახლოებით 200%-იანი ზრდა: 2012 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბულვარის შემოსავლები შეადგენდა 394 894,16 ლარს, ხოლო 2015 წლის მონაცემებით შემოსავლები 1 182 619 ლარამდე გაიზარდა.
სამი ხეივნის აღდგენასთან ერთად ბათუმის ბულვარის მერიისათვის გადაცემა იყო ბულვარის თემასთან დაკავშირებული აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობამ ბათუმელების ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაიგეგმა ასევე ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის შემმუშავებელ კომისიაში საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობა”, - განმარტავენ აჭარის მთავრობაში.