30.მარტი.2016 18:38
ეკონომიკა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
 
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავიზღვისპირეთის კურორტებთან და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქთან.

"ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის ხიდის მშენებლობა და რკინიგზაზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია. ასევე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების შეკეთება, საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა", - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

27.მარტი.2019 00:29
347

სასტუმრო ღვინის კასრებში

ვრცლად
26.მარტი.2019 23:00
55

ნინო ზამბახიძე ქალთა გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ვრცლად
26.მარტი.2019 22:02
171

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზებისას ახალი რეგულაციები დაწესდება

ვრცლად
26.მარტი.2019 21:00
94

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდეგ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას პარლამენტი იწყებს

ვრცლად
26.მარტი.2019 20:49
292

კითხვები და პასუხები - შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები?

ვრცლად
26.მარტი.2019 20:00
523

„$100 მილიონის მოზიდვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ნდობა აქვს“

ვრცლად