მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAT "თბილისის თამბაქოს" პასუხობს

5d2dcdab7ba4a
BM.GE
16.07.19 19:10
866

„ის განცხადება, რაც „თბილისის თამბაქომ“ ჩვენ მიმართ გააკეთა სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება,“ - ამის შესახებ British American Tobacco-ს (BAT) კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განაცხადა.

როგორც სხვიტარიძე განმარტავს, „თბილისის თამბაქომ“ გავრცელებულ განცხადებაში British American Tobacco რამდენიმე საკითხში დაადანაშაულა.

„რუსთავი 2-ზე“  შაბათს სიუჟეტი გავიდა, სადაც აღნიშნული იყო იმის შესახებ,რომ თბილისის თამბაქომ ნორმაზე მეტი აქციზური მარკა გასული წლის დეკემბერში შეიძინა და ამ მარკების შეძენით 60 მლნ ლარი მიითვისა. ამის საპასუხოდ „თბილისის თამბაქომ“ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  „რუსთავი 2“-ის და „ომეგას“ უკან საერთაშორისო იმპორტიორები დგანან და მათ შორის, რა თქმა უნდა ჩვენზეც იგულისხმა, რადგან საერთაშორისო მსხვილი იმპორტიორები ჯამში ბაზარზე ოთხნი ვართ.

დაგვადანაშაულეს ისევ იმ ძველ ნარატივში, რომ დემპინგს ვეწევით, უფილტრო სიგარეტი გვაქვს. მინდ აღვნიშნო, რომ საერთოდ არ გვაქვს უფილტრო სიგარეტი და არანაირ დემპინგს არ ვეწევით.

წამოგვიყენეს ბრალდებები, რომ ხელისუფლების ძველი და ახალი პირები გვმფარველობენ ჩვენ და „თბილისის თამბაქო“ შევიწროვებულ მდგომარეობაშია, არადა პირიქით არის,“ - განაცხადა სხვიტარიძემ.

 

ცნობისთვის: დღეს „თბილისის თამბაქო“-მ საქართველოს მთავრობას მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი თამბაქოს ქართულ წარმოებას იმპორტიორების სასარგებლოდ უთხრიან ძირს. 

„თბილისის თამბაქომ“ 13 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ მათ ფაბრიკაზე გასულ სიუჟეტს, სადაც ტელეკომპანიამ „თბილისის თამბაქო“ ბიუჯეტის კუთვნილი 60 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა, ცილისმწამებლური და მავნებლური უწოდა.