მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAT მამუკა ბახტაძის წასვლაზე: გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა

5d6cf0d5bc1d3
ლიკა გურაბანიძე
02.09.19 14:43
1179
„მისი პიროვნების მიმართ აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულება გვქონდა, გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საკმაოდ მძიმე იყო,“ - ამ კომენტარით British American Tobacco-ს (BAT) კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ერთწლიანი მმართველობის პერიოდი და მის მიერ თანამდებობის დატოვება შეაფასა.

როგორც ზვიად სხვიტარიძემ განაცხადა, ბახტაძის პრემიერობის დროს თამბაქოს ბიზნესში არსებული რიგი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩა.

„მთელი რიგი დაპირებები იყო და სამწუხაროდ, იმ დაპირებების მატერიალიზება არ მოხდა. რეგულაციების კუთხით, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიზნეს განჭვრეტადობა უნდა ყოფილიყო, მას საერთოდ ადგილი არ ჰქონდა. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში აქციზი რადიკალურად გაგვეზარდა, რამაც მთლიანად დაარტყა ბიზნესს და ჩვენთან დაკავშირებულ პირდაპირ და არაპირდაპირ მთელ რიგ ბიზნესებს.

ასევე, 2012 წლიდან აქციზის ზრდის სამოქმედო გეგმას ვითხოვთ... დაპირებები იყო სხვადასხვა პრემიერის მხრიდან, მათ შორის ბახტაძის მხრიდანაც, რომ ეს იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, დაპირება დაპირებად დარჩა.

საუბარია დაჭრილი თამბაქოს თემასთან დაკავშირებითაც, რომ აქციზის გადახდა მოხდება დაჭრილ თამბაქოზეც. დაგვპირდა პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდის წევრი ფინანსთა მინისტრი, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა,“ - განაცხადა სხვიტარიძემ.

ცნობისთვის:საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს.“ - განაცხადა ბახტაძემ.