02.დეკემბერი .2015 15:38

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოში პრაქტიკულად დასრულებულია

views 1134
უკან

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქამდე სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთში ძალიან გააქტიურდება სამუშაოები ამ მიმართულებით და საკმაოდ მალე ჩვენ მივიღებთ დასრულებულ პროდუქტს", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა