25.აპრილი .2016 15:34

ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

views 1025
უკან

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 238.1 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და 2016 წლის პირველი აპრილისათვის 15.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 73.2 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.3 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით გაიზარდა).
 
ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.5 მლრდ ლარის (1.9 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.5 პროცენტით მეტი).

2016 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით ანუ 93.0 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 8.0 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.94 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა