12.ივნისი.2019 18:41
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

ბანკების ასოციაცია: შემოსავლის დადასტურების გარეშე ტაქსის მძღოლებზე სესხს 2-3 ბანკი გასცემს

ბანკების ასოციაცია: შემოსავლის დადასტურების გარეშე ტაქსის მძღოლებზე სესხს 2-3 ბანკი გასცემს
„ტაქსის მძღოლებისთვის, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ, სესხებს 2 ან 3 ბანკი გასცემს“, - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე კონკრეტული ბანკების პროდუქტებზე ისაუბრა, როცა თქვა, რომ ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ხელშეწყობის პროგრამა შემუშავდება და ისინი ფინანსებზე წვდომას შეძლებენ.

ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან ასეთ დაშვებას ეროვნული ბანკის რეგულაციები ითვალისწინებს.
„გარკვეული დაშვებები აქვს ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესს, რომლითაც შესაძლებელია გაითვალისწინო პირის შემოსავალი, თუ სხვა ალეტრნატიული მეთოდით შეგიძლია აღნიშნული შემოსავალი დაადასტურო. ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზია და რაიონი, რა რაიონშიც მუშაობს ადამიანი, იძლევა იმის საშუალებას, რომ საშუალოდ აღნიშნულ ქალაქში რა შემოსავალიც აქვს „ტაქსისტს“, საშუალო და მინიმალური ზღვარი გამოიანგარიშო, რაც სავარაუდოდ, მათ მისცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დააკრედიტონ. რეგულაციაში პირდაპირ წერია, რომ შემოსავლის ნებისმიერი მეთოდით გადამოწმება შესაძლებელი არის და ამაზე ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა კომენტარი. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასი“, - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისი ინფორმაციით, ბანკების ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ინიციატივაში ჩაერთვებიან, უახლოეს დღეებში მოახდენენ მათი პროდუქტების პრეზენტაციას და ტაქსის მძღოლებს ეცოდინებათ, რა პირობით შეძლებენ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას.

ცნობისთვის, თბილისის მერის განცხადებით, სპეციალური პროგრამები კეთდება, რაც ტაქსის მძღოლებს სესხის აღების საშუალებას მისცემს.

„ტაქსის მძღოლებისთვის ბანკებიდან სესხის აღება სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის; სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ძველი ავტომობილი ახლით; იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
ავტორი: თელარა გელანტია

20.ივნისი.2019 00:25
69

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 23:00
103

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები”

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:35
228

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:00
189

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:30
269

„ორივე მხარე კმაყოფილი ვართ“, - Tav Georgia-სა და Georgia airways-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:00
184

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად