მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანაკები და სალაშქრო ტურები - საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

5d32d3cc258dd
BM.GE
20.07.19 12:40
1154
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამები მოიცავს, ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო.

ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროგრამები განხორციელდება რამდენიმე ნაკადად.

ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, საგანმანათლებლო, სპორტულ - კულტურულ და გასართობ აქტივობებს.

ლაშქრობის ერთი ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს. ლაშქრობის დროს ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. ლაშქრობები განხორციელდება თბილისის გარშემო.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.

საზაფხულო ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ სარეგისტრაციო ბმულზე: www.youthtbilisi.ge

პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამების განხორციელების პერიოდი: აგვისტო - სექტემბერი