20.აპრილი .2016 09:58

ბან კი მუნი საქართველოს 23-24 აპრილს ეწვევა

views 1135
უკან

23-24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ ეს გახლავთ გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
 
გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა