მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში 3 ახალი სასრიალო ტრასა და საბაგიროები ამოქმედდება – დაიხარჯება 66.5 მლნ ლარი

5d317ba0e2b6b
სალომე მეცხვარიშვილი
19.07.19 12:11
2919
ბაკურიანში, დიდველსა და კოხტა-მიტარბიზე 3 ახალი სასრიალო ტრასის, 3 საბაგირო გზისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 66,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სახელმწიფო კომპანიამ - "მთის კურორტების განვითარების კომპანია" - ამ სერვისისა და მომსახურების შესაძენად მთავრობას გამარტივებული, ანუ უტენდერო შესყიდვის მოთხოვნით მიმართა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, რომლის მასპინძელიც საქართველოა.

"საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის #1567 განკარგულებით, შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" დაევალა, ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) 3 ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათი სათანადო ელექტრომომარაგება და გამშვები სისტემებით აღჭურვა.

განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც უმასპინძლებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი. აღნიშნულ ჩემპიონატამდე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ, მზადების ფარგლებში, დადგენილია ჩასატარებელი შეჯიბრებების გრაფიკი. შესაბამისად, განკარგულებით გათვალისწინებული ახალი საბაგიროები და ინფრასტრუქტურა აუცილებელია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და მისი მოსამზადებელი ეტაპებისთვის უკვე 2021 წლიდან.

სატენდერო გზით აღნიშნული საბაგირო გზების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გამოიწვევს სამუშაოების შეფერხებას. პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა ისეთი საკვანძო ეტაპების ჩატარება, როგორიცაა მიწის სამუშაოები, ბეტონის სამუშაოები და სამონტაჟო სამუშაოები ალპურ ზონაში. მთის რელიეფიდან, კლიმატური პირობებიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების განხორციელების პროცესში თავს იჩენს არაპროგნოზირებული ოდენობის და მასშტაბის გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომლის წინასწარ დაგეგმვა, შეფასება და შემდგომში მართვა შეუძლებელია მისაღები სიზუსტით", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.