07.მარტი .2016 17:11

ბაია გადაბაძის და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა დასრულდა

views 1058
უკან

ბაია გადაბაძის და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სამ საკითხზე მოხდა შეთანხმება.
 
"ეთერის უწყვეტობა არის პრიორიტეტი ჩვენთვისაც და მისთვისაც და ამაზე შევთანხმდით. ასევე, მაესტროს თანამშრომლებს მივმართავ, თუ ვინმეს უნდა ლევანთან შეხვედრა კითხვის დასმა და მასთან თანამშრომლობა, ლევანი არის საკონფერენციო ოთახში, მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მას დაელაპარაკონ.

რაც შეეხება შენობას, ლევანმა მოითხოვა გონივრული ვარადა რათა შეძლოს სხვა, ალტერნატიულ შენობაში გადასვლა", - განაცხადა გადაბაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა