03.თებერვალი.2016 16:04
ბიზნესი

ბაია გადაბაძე: ტელეკომპანიაში აუდიტი უკვე შემოვიდა და დიდი ხანია დასკვნა გააკეთა

ბაია გადაბაძე: ტელეკომპანიაში აუდიტი უკვე შემოვიდა და დიდი ხანია დასკვნა გააკეთა
"ტელეკომპანიაში აუდიტი შემოვიდა და დიდი ხანია დასკვნა გააკეთა", - აცხადებს ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი, ბაია გადაბაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. მისი თქმით, ტელეკომპანიის შემოწმება აუდიტის სამსახურის მიერ ორჯერ მოხდა: ერთხელ გია გაჩეჩილაძის, მეორდ კი თავად ბაია გადაბაძის მოთხოვნით. როგორც გადაბაძე განმარტავს, გია გაჩეჩილაძემ აუდიტი მხოლოდ მაკა ასათიანის გადარიცხულ თანხებზე მოითხოვა. მოგვიანებით კი ბაია გადაბაძემ თავად მოითხოვა აუდიტის ჩატარება, რომელიც ყველა კრედიტორის მიმართ არსებულ ვალდებულებებს შეისწავლიდა.
 
"გია გაჩეჩილაძემ 2015 წლის 13 ნოემბერს მოითხოვა აუდიტის შემოყვანა. შემოვიდა აუდიტი, რომელმაც დასკვნა გააკეთა იმავე წლის 23 დეკემბერს. გია გაჩეჩილაძემ აუდიტი ჩაატარა მხოლოდ მაკა ასათიანის, როგორც ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ თანხებზე და არა მისი კომპანიების მიერ გადმორიცხულ თანხებზე. ამ დასკვნით, მაკა ასათიანის მიმართ ვალი არის 10 მილიონ 417 ათას 707 დოლარი და 762 ათას 282 ევრო. ეს არის მხოლოდ მაკა ასათიანის, როგორც კერძო პირის მიერ გადმორიცხული თანხა. მისი კომპანიების მიერ ჩამორიცხული თანხების აუდიტი ჩაატარა ჩემს მიერ მოთხოვნილმა აუდიტმა. აღნიშნული აუდიტის დასკვნის მიხედვით, ყველა კრედიტორის მიმართ ჯამში დავალიანება 54 მილიონ ლარზე ცოტა მეტია", - განმარტავს არხის დირექტორი. მისი თქმით, კრედიტორებს შორის ყველა ის კომპანიაა, რომელიც ტელეკომპანიას მაუწყებლობისთვის სჭირდება. მათ შორის, საქართველოს ანძა, ევროპის მაუწყებელთა კავშირი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამსახური, თურქსატი და სხვა.

15.ივნისი.2019 11:20
3027

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1045

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
306

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
445

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
564

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1176

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად