მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირებას ითხოვს

56bd96249e04f
BM.GE
12.02.16 12:20
1328
ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრს მიმართავს. ტელეკომპანია "მაესტროს" მოქმედი დირექტორი საჯარო რეესტრს მხარედ დარეგისტრირებას სთხოვს.

"ჩემი მხარედ დარეგისტრირება იმისთვისაა, საჭირო, რომ მათი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ მე მაცნობონ. რაც უფრო გაიწელება დროში პროცესი, მით უფრო გაჭირდება მაესტროს ფუნქციონირება და საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეს ჩამოშლამდე იმიტომ, რომ ყველა კრედიტორს, არა მაკას, ვაზუსტებ, საერთაშორისო კრედიტორს, აქვს უფლება დააყადაღოს ანგარიშები. ანგარიშების დაყადაღება კი ნიშნავს იმას, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ტელევიზია შეწყვეტს ფუნქციონირებას", - განაცხადა გადაბაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.