12.სექტემბერი .2019 12:44

ბადრი ჯაფარიძე: ახლა არის გამარჯვების, გაერთიანების და ლელოს დადების დრო

views 229
უკან

"ახლა არის გამარჯვების, გაერთიანების და ლელოს დადების დრო", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" პრეზენტაციაზე, მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

"იმ ბედნიერ დღეს, როცა მე ერთ-ერთი ხელის მომწერი ვიყავი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შედეგ ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი თანამემამულეები კვლავ შეპყრობილები იქნებოდნენ უიმედოობით და უპერსპექტივობით.

ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ლელო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღოდ.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავამარცხოთ დამარცხებულის სინდრომი. ახლა არის გამარჯვების, გაერთიანების და ლელოს დადების დრო", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა