27.დეკემბერი.2015 12:28
ეკონომიკა

ბადრი ჯაფარიძე: 2015 წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ გამოწვევებს გაუძლო

ბადრი ჯაფარიძე: 2015 წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ გამოწვევებს გაუძლო
2015 წელს 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მეტის მიღწევას წარმოუდგენელს უწოდებს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განმარტავს, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია.
 
"2015 წელი ძალიან რთული იყო. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკამ ამ რთულ გამოწვევებს გაუძლო. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში კრიზისი მძვინვარებს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3%-ით, მნიშვნელოვანი მიღწევაა. თუმცა, შესაძლებელია, კრიტიკოსებმა თქვან, რომ უფრო მეტი ზრდა სჭირდება ქვეყანას და მეც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. იმისათვის, რომ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთვის სასურველ მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის წილს მივაღწიოთ, ასეთი ზრდა ამას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ იმ ვითარების ფონზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობდა, უფრო მეტი ზრდა წარმოუდგენელი მეჩვენება. ყველა ქვეყანაში ძალიან ღრმა კრიზისია. ავიღოთ აზერბაიჯანში მომხდარი დევალვაცია. ქვეყანამ, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ერთი წლის განმავლობაში 80%-ით განიცადა ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პლიუს ამას თან ახლავდა 7 მილიარდი სავალუტო რეზერვების ხარჯვა აზერბაიჯანის მხრიდან. ჩვენთან სავალუტო რეზერვები არ შემცირებულა და მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტი 3%-ით გაიზარდა. როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ და ვფიქრობ, რომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს შედეგი საკმაოდ კარგია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ყველა ინვესტორის განწყობა პოზიტიურია. საქართველოს მიმართ არის აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

ვფიქრობ, რომ 2016 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო სტაბილური უნდა იყოს. ალბათ შოკის განმაპირობებელი ფაქტორი 2015 წელს ნავთობის დაბალი ფასები და რეგიონალური კონფლიქტები იყო. კონფლიქტების გამწვავებას არ უნდა ველოდოთ და პლიუს ნავთობის ფასმა კიდევაც რომ დაიწიოს, შეუძლებელია იგივე ზომის შოკი მოხდეს, რაც 2015 წელს იყო. აქედან გამომდინარე, გარე ფაქტორები გარკვეულწილად დასტაბილურდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

18.ივნისი.2019 14:50
122

ტიკარაძე: ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
18.ივნისი.2019 14:26
105

სერგეენკო: მე გავუწიე რეკომენდაცია ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის პოსტზე

ვრცლად
18.ივნისი.2019 14:18
359

სერგეენკო აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების საკითხი პრემიერთან თავად დააყენა

ვრცლად
18.ივნისი.2019 14:08
102

პრემიერი: დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად

ვრცლად
18.ივნისი.2019 13:40
86

"სერგეენკოს დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში"

ვრცლად
18.ივნისი.2019 13:14
122

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 90 მლნ ევროს სესხს „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის" პროექტის განსახორციელებლად მიიღებს

ვრცლად